2:16 PM “ნაპოლის” უოლკოტი სჭირდება | |
![]() ზაფხულისთვის რაფაელ ბენიტესი ნეაპოლელებთან ერთად სატრანსფერო კამპანიას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ესპანელი სპეციალისტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი ლონდონის "არსენალის” შემტევი ნახევარმცველის თეო უოლკოტის შეძენა იქნება. შეგახსენებთ, რომ ბენიტესი უკვე ცდილობდა უოლკოტის შეძენას, როდესაც "ლივერპულს” წვრთნიდა. მაშინ ესპანელის ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. იტალიური პრესა წერს, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების 24-წლის ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი აღარაა. მას შემდეგ, რაც "ნაპოლი” ედინსონ კავანის "ჩელსიში” ან "რეალში” გაყიდის, ნეაპოლურ კლუბს სიცარიელის შევსება სწორედ უოლკოტის გადაბირებით შეეძლება. წყარო: Tuttosport | |
|
სულ კომენტარები: 0 | |