12:14 PM
"ნაპოლის" ორი ქულა დაუბრუნეს, კანავაროსა და გრავას კი დისკვალიფიკაცია მოუხსნეს



იტალიის სერია ა-ს სატურნირო ცხრილში ცვლილებები განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის "ნაპოლის" ფეხბურთელებს პაოლო კანავაროსა და ჯანლუკა გრავას ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს, ხოლო კლუბს ორი ქულა ჩამოაჭრეს.

ქვემოთმოცემული ინფორმაცია გაავრცელა საკუთარ თვითერზე ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმიერიმ.

კლუბმა აპელაცია შეიტანა და ნეაპოლელები გაამართლეს კიდეც. გარდა ამისა, დისკვალიფიკაცია მოეხსნათ "ნაპოლის" ორ ფეხბურთელს პაოლო კანავაროსა და ჯანლუკა გრავას.

ასე რომ, ნეაპოლური კლუბი სერია ა-ს სატურნირო ცხრილში დაბრუნებული ორი ქულის წყალობით "ლაციოს" გაუთანაბრდება და ლიდერ "იუვენტუსთან" ჩამორჩენის სხვაობა მხოლოდ სამი ქულა იქნება.
 
ნანახია: 291 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: