10:17 PM “ნაპოლიმ” ტიმოშჩუკს დაუმიზნა | |
![]() როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, უკრაინელი ნახევარმცველისთვის, სერიოზული ბრძოლა იქნება. ცოტა ხნის წინ, ანატოლი ტიმოშჩუკმა, რომელიც თავისი ამჟამინდელი კლუბის შემადგენლობაში თითქმის აღარ ჩანს, განაცხადა, რომ იგი მიუნხენში თავის მომავალს ვერ ხედავს, თუ ეს ტენდენცია არ შეიცვლება. უკრაინელის თანახმად, მას აქვს ვარიანტები, გააგრძელოს კარიერა გერმანიაში ან რუსეთში. გარდა ამისა, როგორც TuttoNapoli.net იტყობინება, "ნაპოლი” ანატოლის თამაშით, სერიოზულად არის დაინტერესებული. თუმცა, იტალიელებს აქვთ ეჭვი, რომ ნეაპოლიტანელთათვის მისი გადაბირება რთული იქნება, რადგან გარემარბმა თითქოს არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა და კონკრეტულად – ყაზანის "რუბინის”. შეგახსენებთ, 34 წლის ტიმოშჩუკმა მიმდინარე სეზონში, "ბაიერნის” მაისურით ყველა ტურნირში ერთად, 18 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |