3:43 PM
“ნაპოლი” მზადაა კავანი ტორესსა და ფულში გაცვალოს



ნეაპოლელების ლიდერი სავსებით შესაძლებელია ამ ზაფხულს "ჩელსიში” გადაბარგდეს, თუმცა იტალიური კლუბის ხელმძღვანელებს ამ ტრანსფერიდან მაქსიმალური სარგებლის გამომუშავება სურთ.

ბოლო ინტერვიუში ედინსონ კავანიმ განაცხადა, რომ თავისი ტრანსფერის განსახილველად იგი მზად კონფედერაციის თასის დასრულების შემდეგ იქნება. გარდა ამისა, ურუგვაელმა იქვე განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს ან მანუელ პელეგრინის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობით მოხარული დარჩება.

კავანის ეს განცხადება განგებ არ გაუკეთებია, რადგან "ჩელსი” და "მანჩესტერ სიტი” ურუგვაელი ფორვარდის შეძენის მთავარი პრეტენდენტები არიან.

ამ კლუბების სერიოზულობის გათვალისწინებით, "ნაპოლი” უკვე ახლა თავისი ლიდერის გაყიდვის ყველაზე მომგებიან ვარიანტს ეძებს. ერთი ვარიანტი თავად ნეაპოლელების თავკაცს რაფაელ ბენიტესს მოუვიდა აზრად.

ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, რომელიც გამოცემა Express-ს ეკუთვნის, "ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს კავანის ფერნანდო ტორესში გაცვლის შესაძლებლობა განიხილა, რა თქმა უნდა, გარკვეული თანხის მიღებასთან ერთად. ბენიტესმა თავის თანამემამულესთან ერთად მუშაობის სურვილი გამოთქვა, ვისთან ერთადაც "ლივერპულსა” და "ჩელსიში” მუშაობდა.

თუმცა, მიუხედავად გარიგების ამ მიმზიდველი ვარიანტისა, მოგეხსენებათ, "ჩელსი” ტორესს 30 მილიონ ფუნტად აფასებს, "ნაპოლის” პრეზიდენტი კი დარწმუნებულია, რომ 20 მილიონი – "ელ ნინიოს” ზედგამოჭრილი ფასია, სწორედ ამიტომ, თუ ეს ტრანსფერი შედგა, შესაბამისად, "არისტოკრატებს” მეტის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში "ნაპოლიმ” "ჩელსის” შეთავაზება უკვე უარყო, როდესაც ლონდონელები მზად იყვნენ ედინსონ კავანის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი გადაეხადათ და პლიუს ტიბო კურტუაც დაეთმოთ, რომელიც ამჟამად "ლურჯებს” მადრიდის "ატლეტიკოში” ჰყავთ განათხოვრებული.

წყარო: Daily Express

ნანახია: 350 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: