8:12 AM
“ნაპოლი” კავანის ახალ კონტრაქტს უმზადებს



ნეაპოლელები თავიანთი ლიდერის შენარჩუნებას ეცდებიან.

როგორც ჩანს, "ნაპოლის” ბანაკში სურთ, რომ ედინსონ კავანის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, ჭორების გავრცელებას ბოლო მოუღონ.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ნეაპოლელები თავიანთ ლიდერს ახალ კონტრაქტს უმზადებენ, რომელსაც მას მაშინ შესთავაზებენ, როდესაც ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციის თასიდან დაბრუნდება.

სავარაუდოდ, ახალი შეთანხმების თანახმად, კავანი კონტრაქტს 2017-წლამდე გაახანგრძლივებს და წელიწადში, ხელფასის სახით, 7,5 მილიონ ევროს მიიღებს.

წყარო: La Gazzetta dello sport

ნანახია: 302 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: