10:48 PM
“ნაპოლი”: კავანი 63 მილიონი ღირს და ცენტი არ დააკლდება



იტალიურმა კლუბმა უკვე უარყო ედინსონ კავანის ტრანსფერთან დაკავშირებული რამოდენიმე ოფიციალური წინადადება.

"კავანის "ნაპოლისთან” მოქმედი კონტრაქტი კიდევ ოთხი წლით აკავშირებს, თუმცა მისი შეძენა 63 მილიონ ევროადაა შესაძლებელი”.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ედინსონის ტრანსფერთან დაკავშირებით რამოდენიმე შემოთავაზება მივიღეთ, თუმცა მსურველი კლუბები იმაზე ნაკლებს იხდიდნენ, ვიდრე ვითხოვთ. მას მხოლოდ 63 მილიონ ევროდ გავყიდით და ამ თანხას ცენტიც არ დააკლდება”, – განაცხადა "ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ პრესის ინფორმაციით, კავანის მიმართ ინტერესს "რეალი”, "ჩელსი”, "მან სიტი” და "პსჟ” იჩენენ.

წყარო: AS



ნანახია: 293 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: