12:46 PM
"ნაპოლი" გრანკვისტს გადაიბირებს?



შვედი ცენტრალური მცველი შესაძლოა ნეაპოლში აღმოჩნდეს.

27-წლის "ჯენოასა" და შვედეთის ეროვნული ნაკრების მცველის ანდრეას გრანკვისტის კიევის "დინამოში" ტრანსფერი, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გადაწყვეტილად მოიხსენიებდნენ, შესაძლოა ჩაიშალოს.

როგორც Napoli Today იტყობინება, უკვე უახლოეს დროში გრანკვისტი შესაძლოა "ნაპოლიში" გადაბარგდეს, რომელმაც ასტორისთან და ანდრეოლისთან არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ, ყურადღება "ჯენოას" მცველზე გადაიტანა. ამ შესაძლო შეთანხმების სავარაუდო სატრანსფერო ფასიც ცნობილია - 6,5 მილიონი ევრო.

"ნაპოლის" ცენტრალური მცველის გადაბირების დიდი შანსი აქვს, სწორედ ამიტომ დიდი ალბათობით გრანკვისტის ტრანსფერი კიევის "დინამოში" ჩაიშლება.
 
ნანახია: 306 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: