10:16 PM ნანი თავის მომავალზე დუმს | |
![]() ნანის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია… პორტუგალიელმა შემტევმა ჟურნალისტებტან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია დატოვებს თუა არა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედს”. მოგეხსენებათ, ნანის შეძენით "ნაპოლი”, "არსენალი”, "მონაკო” და რამდენიმე პორტუგალიური კლუბია დაინტერესებული. "ჩემი მომავალი? ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. მე ამ საკითხზე დუმილს ვინარჩუნებ. არ არის გამორიცხული, რომ "მანჩესტერში” დავრჩე. მოვიფიქრებ, თუ რა იქნება უკეთესი პირადად ჩემთვის. გავიგე, რომ ჩემით პორტუგალიელები ინრესდებიან. მე დიდ პატივს ვცემ პორტუგალიურ კლუბებს, განსაკუთრებით "სპორტინგს”. ასევე, დიდი სიმპათიები გამაჩნია "პორტოსა” და "ბენფიკას” მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ჩემი დონის კლუბები არ არიან. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |