რაღაცნაირად მომინდა ამ სტატიის დაწერა, სტატიის, რომელმაც უნდა გადმოსცეს ის უდიდესი პატივისცემა და მადლიერება, რომელსაც იმ ადამიანების მიმართ განვიცდი, რომლებიც ნამდვილი კაპიტნები და გუნდის უდავო ლიდერები არიან! ვისაც ფეხბურთი გვითამაშია ყველას კარგად მოგვეხსენება და გააზრებული გვაქვს კაპიტნის მოვალეობაც და ის უდიდესი პასუხისმგებლობაც, რომელიც თან ახლავს გუნდის პირველ კაცობას. მე მინდა ამ სტატიაში გესაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ მოვალეობას ჩემი აზრით ყველაზე უკეთ ასრულებენ.
როცა კაპიტნებზე საუბარს ვიწყებთ უპირველეს ყოვლისა მახსენდება რეალის თეთრი ლეგენდა! რაულ გონსალეს ბლანკო, ფეხბურთელი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო კლუბის, საუკეთესო ბომბარდირია, ფეხბურთელი, რომელიც უბრალოდ ყველა ადამიანისათვის მისაბაძი და პატივსაცემია, თვით მადრიდის რეალის მთავარი ოპონენტის კატალონიის ბარსელონას ბანაკშიც კი, კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც მისმა ჟესტმა დაადუმა ნოუ კამპი, არც ის დღე დამვიწყებია გასისხლიანებული სახით, წარბ გახეულმა როგორ შეარხია ბარსელონას კარში ბადე, როგორი სულისკვეთებითა და ჟინით იყო ანთებული ყოველ მატჩში, როგორი საოცარი თამაშის მანერა ახასიათებდა მას და ჩემს თვალწინ როგორ გახდა რეალის და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, თუმცა ისიც კარგად მახსოვს როგორ წავიდა რეალიდან, როგორ არ დააფასა ის იმ ადამიანებმა, რომლებსაც სწორედ მან მიანიჭა ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერება მისი საოცარი თამაშითა და უმნიშვნელოვანესი გოლებით, მან ხომ 2 ლიგის ფინალი მოაგებინა თავისი გოლებით, მადრიდის უმთავრეს კლუბს! რაულის ტრანსფერი რეალიდან შალკეში ჩემთვის მიუღებელია, ის მადრიდისტად დაიბადა და შალკეშიც მადრიდისტა გახლდათ, შალკეს ლურჯი ფორმის შიგნით რეალის თეთრი ფორმა ბრწყინავდა და მაინც, ის უკვე აღარ იყო მადრიდის რეალის ფეხბურთელი და შესაბამისად არც კაპიტანი...

სტივენ ჯერარდი! ფეხბურთელი, რომელიც ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს კაპიტნობის ეტალონად, ის ნამდვილი ლიდერია, ბრწყინვალე ადამიანი, უერთგულესი ფეხბურთელი, მთელი მისი კარიერა ერთადერთ კლუბს ლივერპულს უკავშირდება და სამართლიანადაც ითვლება ლივერპულის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად, მე თუ მკითხავთ ლივერპულს სახელი, რომ გადავუცვალოთ მას უეჭველად სტივ ჯის სახელი უნდა ვუწოდოთ, 18 წელია ფეხბურთით ვცოცხლობ და მე ჯერ არ მინახავს შეგნებული ადამიანი, რომელიც ჯერარდის მიმართ სიმპატიით არ იყო განწყობილი, იყო მანჩესტერის, არსენალის, რეალის, თუ სხვა რომელიმე კლუბის გულშემატკივარი მაგას არ აქვს მნიშვნელობა, შენ უბრალოდ უნდა დააფასო სტივენ ჯერარდისნაირი ფეხბურთელი, მან თავისი კარიერით და უდიდესი პროფესიონალიზმით ეს ნამდვილად დაიმსახურა. უჭირდა ლივერპულს თუ ულხინდა მუდამ მის გვერდში იდგა, მიუხედავად იმისა, რომ თვით მადრიდის რეალი იჩენდა მის მიმართ უდიდეს ინტერესს და ერთ დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფი მილანიც, თუმცა ჯერარდმა ლივერპული არ დატოვა და გუნდის ლეგენდად იქცა! 1990 წლის შემდეგ პრემიერ ლიგა არ მოუგია 18 გზის ინგლისის ჩემპიონს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება კი მოახერხა 2005 წელს, სადაც ჯერარდმა საკუთარი სიტყვა თქვა, თანაგუნდელებს 0:3 შემდეგ არ მისცა უფლება ყურები ჩამოეყარათ, კაპიტნურად გაუძღვა გუნდს მეორე ტაიმში და ანგარიში 3:3 გახადა, თერთმეთმეტრიანებში დუდეკის შესანიშნავმა თამაშმა კი ლივერპულის გაჩემპიონობა გამოიწვია, ჯერარდი კი ლიგის საუკეთესო გფეხბურთელი გახდა. მიუხედავად ამ წარმატებისა მის უმთავრეს ოცნებად კვლავ ინგლისის ჩემპიონობა რჩება, მე ვისურვებდი, რომ ერთხელ მაინც გაესინჯა გემო პრემიერ ლიგის ოქროს მედლისთვის, ის ამას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ არსებობს უამრავი მაგრამ, მანჩესტერი, ჩელსი, სიტი, არსენალი და ეს გუნდები ჯერარდის ოცნების ახდენას არამგონია დასთანხმდნენ!

მილანის ინტერი გამახსენდება თუ არა ეგრევე წარმოვიდგენ ხავიერ ძანეტის და პირიქით! ეს ადამიანი და კლუბი ერთმანეთთან ისე არიან კავშირში, რომ მათ დაშორებას მხოლოდ სიკვდილი თუ შეძლებს!არგენტინელი ლეგენდა მილანის ინტერის კაპიტნის რანგში უკვე წლებია გვევლინება, იტალიურ კლუბში სხვა ეროვნების ფეხბურთელის კაპიტნობა კი უბრალო საქმე ნამდვილად არ არის. ის ნამდვილი ლიდერია, უბერებელი და დაუღალავი, მისი კარიერა კი შეუფასებელი დარჩება სამუდამოდ ინტერელთათვის. ამ ადამიანმა უდიდესი სამუშაო გასწია ამ კლუბისათვის და ის, რომ ინტერი ბოლო წლების განმავლობაში უკონკურენტო იყო იტალიაში მეტ-ნაკლებად ძანეტის დამსახურებაცაა, ის არ არის შემოქმედი ფეხბურთელი, რომლის მოვალეობასაც უნდა წარმოადგენდეს გოლების და ჯადოსნური გადაცემების შექმნა, მაგრამ ის არის კაპიტანი, გუნდის პირველი კაცი, ნამდვილი ლიდერი, უაღრესად მებრძოლი და ჭეშმარიტი ინტერელი.

ამ სტატიას აბა რა ელფერი ექნებოდა ფრანჩესკო ტოტიზე, რომ არ მესაუბრა, ადამიანზე, რომელიც მგონი რომას მაისურით დაიბადა. იტალიური ფეხბურთის და მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი, რომას ლეგენდა! ნამდვილი მგელი, უბერებელი და რაც ყველაზე მთავარია ნამდვილი კაპიტანი. რამდენჯერ ჰქონდა შესაძლებლობა დაეტოვებინა კლუბი და სხვა რომელიმე ძლიერ კლუბში გადასულიყო,მადრიდის რეალიდანაც ჰქონდა შეთავაზება,მაგრამ მან არც კი განიხილა. მე მახსოვს რომა და ტოტი, ბოლო ტურამდე მებრძოლი, ერთხელ ჩემპიონიც, მე მახსოვს ტოტი და მისი ჯადოსნური გოლები, მოედნის ნებისმიერი მონაკვეთიდან უზუსტესი პასები, ბრწყინვალე ჯარიმები, უხეში თამაში, წითელი ბარათები, გიჟური საქციელები, სიმულიანტობები, საქართველოსთან მატჩშიც კი გამოავლინა მან ამ მხრივ თავისი ნიჭი,მაგრამ ყველა ერთხმად უნდა შევთანხმდეთ, ის იყო და არის ლეგენდარული პერსონაჟი იტალიის და უფრო კონკრეტულად რომას ისტორიაში!

"იუვენტუსიდან იუვენტუსი წავიდა" სხვა რა სიტყვებით უნდა დამეწყო სტატიის ეს მონაკვეთი,მართლაც რომ მსოფლიო ფეხბურთის და იუვენტუსის იუვენტუსი იყო ალესანდრო დელ პიერო, ბრწყინვალე ფეხბურთელი, შესანიშნავი კაპიტანი. ბებერი ქალბატონების უსაყვარლესი ფეხბურთელი, რომელიც ფლობდა გასაოცარ ნიჭს, მე ძნელად თუ გამახსენდება მისნაირი ტექნიკური იტალიელი ფეხბურთელი, ჯარიმების დიდებულად შემსრულებელი, ტიპიური 10 ნომერი, ნამდვილი შემოქმედი. არ ვარ იუვეს გუკშემატკივარი, მაგრამ მიყვარს და ვაფასებ, ან როგორ არ უნდა დააფასო ადამიანი, რომელიც იმდენად დიდ საფეხბურთო ნიჭს ფლობდა როგორსაც ის, მახსოვს იუვენტუსი ნედვედის, ტრეზეგეს, კამორანეზის დროს, უფრო ადრიანი იუვეც მინახავს, ფერარას და ზიდანის დროს, მაგრამ იქაც დელ პიერო იუვენტუსობდა, იქაც ის იყო ლიდერი, ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იმ 11 ფეხბურთელში ვისაც იუვეს ფორმა ეცვა. ის წავიდა და თან ჩემპიონურად წავიდა, გუნდს დაუბრუნა ძველი დიდება, არ მიატოვა მაშინ როცა 2006 წელს ყველაზე მეტად უჭირდა, ამ დონის ფეხბურთელმა სერია ბ-შიც კი იასპარეზა, იქაც გაჩემპიონდა, დაუბრუნდა სერია ა-ს და წაგების გარეშე მოახერხა ტიტულის დაუფლება, ეს უკვე შარშან და გუნდიც დატოვა, დატოვა რადგან ახალგაზრდებს დაუთმო გზა, ის იმდენად დიდი ადამიანია, რომ როცა უთხრეს 10 ნომრიან მაისურზე სამუდამოდ გავაუქმოთ იუვეშიო უპასუხა, თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი ბავში ოცნებობს ამ ნომრით იუვეში თამაშზე და რატომ უნდა წავართვათ ამის უფლებაო! ამ სიტყვებით დავასრულებ საუბარს ადამიანზე, რომლის გარეშეც უბრალოდ ეს სტატია არ შედგებოდა.

კატალონიის ბარსელონაში მუდმივად ირიცხებოდნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რონალდო, რომარიო, რივალდო, ფიგუ, რონალდინიო, უკვე მესი, მაგრამ მაინც არცერთი არ იყო ამ გუნდის სული და გული, ნამდვილი ლიდერი, ისეთი როგორიც კარლეს პუიოლი გახლავთ. კაპიტანი, დაცვის ბურჯი, რაც ყველაზე მთავარია კატალონიელად დაბადებული. იყო დრო როდესაც ის მსოფლიოს საუკეთესო მცველად ითვლებოდა, თუმცა დღეს ასე ნამდვილად არაა, ცალკე ტრამვები და რასაკვირველია ასაკიც ამაში მას ხელს უშლის! თუმცა მისი ავტორიტეტი და ლიდერის ფუნქცია კატალონიაში მაინც უცვლელია, მადრიდის რეალის უამრავი გულშემატკივარი მის მიმართ თბილადაა განწყობილი, აფასებენ მას, რადგან იციან ვინ არის დასაფასებეალი და კარლეს პუიოლი მათ შორის ერთ-ერთია! ეს კიძალიან ბევრს ნიშნავს!
ვფიქრობ მეტ-ნაკლებად ვისაუბრე ამ თემის შესახებ ისე, რომ ბევრი შენიშნვა და შეხსენებები არ შემეხება! იყო, მალდინი,კრუიფი,ბეკენბაუერი,როი კინი, მაგრამ ისინი უკვე აღარ ასპარეზობენ და კარგა ხანია ბუცები ლურსმანზე აქვთ ჩამოკიდებული, ასე რომ ვინც ამ ფეხბურთელებს ვერ იხილავთ სტატიაში და გაიკვირდებათ უბრალოდ გეტყვით, რომ მხოლოდ მოქმედ ფეხბურთელებზეა ამ სტატიაში საუბარი, თუნდაც ისინი არაბეთში ან ავსტრალიაში ბურთაობდნენ!