მილანის "ინტერს" სურს, რომ კონტრაქტი გაახანგრძლივოს კლუბის იაპონელ ფეხბურთელთან, იუტო ნაგატომოსთან.
კონტრაქტის პირობების თანახმად, ნაგატომო მილანურ კლუბში 2016 წლამდე უნდა დარჩეს, მაგრამ "ნერაძურის" ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ ფეხბურთელს კიდევ გაუხანგრძლივოს კონტრაქტი და ამავდროულად უფრო უკეთესი პირობები შესთავაზოს.
ნაგატომო "ინტერის" რიგებში გამოდის 2011 წლის იანვრიდან. მანამდე ის იცავდა "ჩეზენას" ღირსებას და ასევე ასპარეზობდა საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატშიც, კერძოდ "ტოკიოში".
"ინტერის" მაისურით ჩატარებულ შეხვედრებში, იაპონელის ანგარიშზე, ჩატარებულ 75 მატჩში 6 გოლია.