8:14 PM
მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო სტადიონები



მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო სტადიონები
Marina Bay, სინგაპური, სინგაპურის რესპუბლიკა

გაიხსნა 1985 წელს, მასპინძელი გუნდი: სინგაპურის ეროვნული ნაკრები.

ეს 22-ათასიანი არენა იმითაა უნიკალური, რომ მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც წყალზე მდებარეობს. 

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო სტადიონები

Aalesund Stadium, ოლესუნი, ნორვეგია

გაიხსნა 1984 წელს, მასპინძელი გუნდი: FC Aalesund

აქ მოსულ ქომაგს დიდი არჩევანი აქვს: შეუძლიათ იდგნენ, ან იქვე გორაკზე წამოწვნენ ან წამოსხდნენ, რათა საყვარელ გუნდს უგულშემატკივრონ.

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო სტადიონები


Cocodrilos Sport Park, კარაკასი, ვენესუელა

გაიხსნა 1993 წელს, მასპინძელი გუნდი: SC Real Esport და ვენესუელის ეროვნული ნაკრები

ამ 30-ათასიანი სტადიონის ასაშენებლად მთის ნაწილის მოჭრა გახდა საჭირო. ახლა ეს არენა მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიანად ითვლება. ვენესუელის ნაკრების სტუმრები თამაშის დროს ჩინებული სანახაობით ტკბებიან. 

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო სტადიონები

Eidi Stadium, სტრეიმური, ფარერის კუნძულები

გაიხსნა 1994 წელს, მასპინძელი გუნდი არ ჰყავს (ადრე აქ EB Strejmur თამაშობდა)

"სტრეიმურის" ფეხბურთელებს გულშემატკივართა მხარდაჭერა მოკლებული ჰქონდათ სტადიონზე, სამაგიეროდ ოკეანის ბრწყინვალე ხედით ტრაბახობდნენ. გასულ თვეს სტადიონმა უეფასგან ლიცენზია დაკარგა.

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო სტადიონები


Stadion Gospin Dolac, იმოცკი, ხორვატია

გაიხსნა 1984 წელს, მასპინძელი გუნდი: NK Imocki

მართალია, ამ არენაზე არც ისე ბევრი ადგილია, სამაგიეროდ არ განიცდის ტყის, კლდეების, ნანგრევების, ტბებისა და კოშკების ნაკლებობას.

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო სტადიონები


Estadio Municipal de Braga, ბრაგა, პორტუგალია

გაიხსნა 2003 წელს, მასპინძელი გუნდი: "ბრაგა"

ამ სტადიონზე საშინაო მატჩებს პორტუგალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ატარებს. არენა სპეციალურად ევრო 2004-სთვის გაიხსნა, მაგრამ 2006-ში დროებით დაიხურა მეწყერის გამო. საბედნიეროდ, მაშინ იქ არავინ ყოფილა.

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო სტადიონები


Mmabatho Stadium, მაიკენგი, სამხრეთ აფრიკა

გაიხსნა 1982 წელს, მასპინძელი გუნდი: Mahikeng Coast

ეს 59 ათასიანი სტადიონი სპეციალური შეკვეთით დააპროექტა საბჭოთაკავშირულმა კომპანიამ, რომელიც ახლა 2018 წლის მუნდიალისთვის სამარას სტადიონის დიზაინზე მუშაობს. 

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო სტადიონები


Igraliste Batarija, ტროგირი, ხორვატია

გაიხსნა 1985 წელს, მასპინძელი გუნდი: NK Trogir-1912

ამ სტადიონის სახელწოდება ხორვატულიდან გადმოითარგმნება, როგორც "მოთამაშე ძმები". ახლა ამ არენაზე ხორვატიის ერთ-ერთი უძველესი კლუბი თამაშობს, რომელიც ხორვატიის მესამე დივიზიონში გამოდის. არენა შესაძლოა არც ისე ლამაზია, თუმცა აუცილებლად იმსახურებს ამ სტატიაში მოხვედრას, თუნდაც იმიტომ, რომ შუასაუკუნეების ორ ულამაზეს ძეგლს შორისაა მოქცეული. ერთი მხრიდან მას ადრიატიკის თბილი ქარებისგან კამერლენგოს ციხე იფარავს, რომელიც აქ XV საუკუნეში აშენდა. მეორე მხრიდან - ხორვატიის მფარველი წმინდა მარკის საკათედრო ტაძარი, რომელიც ახლა ჩამოშლილია.

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო სტადიონები


Osaka Stadium, ოსაკა, იაპონია

გაიხსნა 1965 წელს, მასპინძელი გუნდი არ ჰყავს, ადრე აქ Gamba Osaka თამაშობდა.

თავის დროზე ეს იაპონიის საუკეთესო სტადიონიც კი იყო, სადაც საშინაო მატჩებს იაპონიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "გამბა ოსაკა" ატარებდა. არენა ქალაქ ოსაკას ცენტრში მდებარეობს და 31 500 ადგილს იტევს. 1998 წლიდან, როცა "გამბა" ახლადაშენებულ სტადიონზე გადავიდა, "ოსაკა სტედიუმი" ნამდვილ საცხოვრებელ კვარტლად გადაიქცა.
 
ნანახია: 304 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: