9:49 PM
მსოფლიოს 10 უახლესი საფეხბურთო სტადიონი



მ საფეხბურთო არენების შესახებ გესაუბრებათ, რომლებიც ცოტა ხნის წინ აშენდა.


"ნაციონალური სტადიონი", ვარშავა.

მსოფლიოს 10 უახლესი საფეხბურთო სტადიონი


ვინ თამაშობს: პოლონეთის ეროვნული ნაკრები

გახსნის თარიღი: 29.01.2012

ფასი: 500 მილიონი ევრო.

სტადიონმა ევრო 2012-ის 5 მატჩს უმასპინძლა (მათ შორის ნახევარფინალს, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდა). ის 2011 წლის დეკემბერში აშენდა, მაგრამ ტურნირის დაწყებამდე 4 თვით ადრე გაიხსნა. მშენებლობა სამ წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ახლა სტადიონზე 58500 ადამიანი ეტევა საფეხბურთო მატჩების დროს, ხოლო 72900 - კონცერტზე. სტადიონის მთავარი განსაკუთრებულობა მოძრავი სახურავია, რომელიც 20 წუთში სრულად იხურება. გახსნისთანავე სტადიონმა უეფასგან ოთხვარსკვლავიანის სტატუსი მიიღო.

"ოლიმპიური სტადიონი", ლონდონი.

მსოფლიოს 10 უახლესი საფეხბურთო სტადიონი


ვინ ითამაშებს: სავარაუდოდ "ვესტ ჰემი"

გახსნის თარიღი: 05.05.2012

ფასი: 591.5 მილიონი ევრო

ეს გიგანტური ნაგებობა ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 4 წლის განმავლობაში შენდებოდა. ეს გახლავთ ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის დამამშვენებელი მარგალიტი. ადგილების რაოდენობით (80 000) მესამე ადგილი უკავია დიდ ბრიტანეთში. მას მხოლოდ "უემბლი" და სარაგბო არენა "ტუიკენემი" უსწრებს. ლონდონური რომელი კლუბი გადავა აღნიშნულ არენაზე, ჯერ არაა ცნობილი. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში სტადიონის მასპინძლობას "ტოტენჰემსა" და "ვესტ ჰემს" უკავშირებდნენ, თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ჭორების თანახმად, შეიძლება არენა "ფორმულა 1"-ის გრან-პრის გზად გამოიყენონ. თუმცა ლონდონის მემკვიდრეობის განკარგვის კორპორაციამ გასული წლის დეკემბერში უპირატესობა "ვესტ ჰემს" მიანიჭა, ამიტომ თითქმის გადაწყვეტილია, რომ სწორედ ეს კლუბი ითამაშებს "ოლიმპიურ სტადიონზე".

"ბი-ბი-ვი-ეი კომპას სტედიუმი", ჰიუსტონი.

მსოფლიოს 10 უახლესი საფეხბურთო სტადიონი


ვინ ითამაშებს: "დინამო ჰიუსტონი"

გახსნის თარიღი: 12.05.2012

ფასი: 71,8 მილიონი ევრო.

"დინამოს" საშინაო არენა, საიდანაც ჰიუსტონის ცქრიალა დაუნთაუნი, ტეხასის შტატი მოსჩანს, უმოკლეს ვადებში ააშენეს. მისი ფუნდამენტი 2011 წლის თებერვალში ჩაუყარეს, ხოლო ზუსტად 1 წელში და 3 თვეში პირველი საფეხბურთო მატჩი გამართეს სალვადორისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის. სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც 22 ათას კაცზეა გათვლილი, კომპანია Populous და პირადად კრისტოფერ ლი -არქიტექტორი, რომელმაც ადრე ლონდონის "ემირეიტსი" დააპროექტა, მუშაობდნენ.

"სტად ოსეანი", გავრი

მსოფლიოს 10 უახლესი საფეხბურთო სტადიონი


ვინ ითამაშებს: "გავრი"

გახსნის თარიღი: 12.07.2012

ფასი: 101 მილიონი ევრო

"სტად ოსეანი" - სტადიონი, სადაც ფრანგული "გავრი" მართავს საშინაო მატჩებს. 25 ათასზე მეტი მაყურებელი ეტევა. ნახევარი წლის განმავლობაში აღნიშნულ არენაზე საფრანგეთის ნაკრებმა და რამდენიმე სარაგბო გუნდმა მოასწრო თამაში.

"ნიუ იორკ სტედიუმი", როტერჰემი

მსოფლიოს 10 უახლესი საფეხბურთო სტადიონი


ვინ ითამაშებს: "როტერჰემ იუნაიტედი" (ინგლისის მეოთხე დივიზიონი)

გახსნის თარიღი: 19.07.2012

ფასი: 24,3 მილიონი ევრო

12-ათასკაციანი არენა უკვე ნახევარი წელია, რაც ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში ბევრი რამის ნახვა მოასწრო. 

"გრან სტად ლილ მეტროპოლი", ლილი

მსოფლიოს 10 უახლესი საფეხბურთო სტადიონი


ვინ ითამაშებს: "ლილი"

გახსნის თარიღი: 17.08.2012

ფასი: 282 მილიონი ევრო

ფრანგული "ლილის" ყველაზე გრანდიოზული პროექტი 2010 წელს დაიწო და 2012 წლის აგვისტოში დასრულდა. ამ დროის განმავლობაში სტადიონმა 50 ათასი ადგილი შეიძინა და გახდა სპორტული კომპლექსის ცენტრი, რომელშიც თავის თავში მოიცავს სასტუმროს, რესტორანსა და პარკირებას. კომპლექსის მთლიანი ღირებულება 618 მილიონი ევროა, რომელსაც კლუბი, ქალაქი და რეგიონის ხელმძღვანელობა 2043 წლამდე გადაიხდის.

"ვეკშე არენა" , ვეკშე

მსოფლიოს 10 უახლესი საფეხბურთო სტადიონი


ვინ ითამაშებს: "ესტერი"

გახსნის თარიღი: 03.09. 2012

ფასი: 22.2 მილიონი ევრო

"ესტერის" ახალი თავშესაფარი კლუბის ხელმძღვანელობას 190 მილიონი კრონა დაუჯდა. იგი გახდა ერთ-ერთი სპორტული ობიექტი იმ ოთხიდან, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშენდა ვეკშეში. 

"ბუნედკორი", ტაშკენტი

მსოფლიოს 10 უახლესი საფეხბურთო სტადიონი


ვინ ითამაშებს: "ბუნედკორი"

გახსნის თარიღი: 27.09.2012

ფასი: 228.7 მილიონი ევრო

სტადიონის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო. პირველად მთავარი კონტრაქტორის, Zeromax GmbH-ის გაკოტრების გამო. ამის შემდეგ მშენებლობა საკუთარ ხელში აიღო უზბეკეთის ხელმძღვანელობამ. შემდეგ 2011 წლის აპრილში. ბოლოს და ბოლოს გასული წლის სექტემბერში სამუშაოებები დასრულებული იყო და არენამაც პირველი მნახველები მიიღო.

"ფრენდს არენა" , სტოკჰოლმი

მსოფლიოს 10 უახლესი საფეხბურთო სტადიონი


ვინ ითამაშებს: შვედეთის ეროვნული ნაკრები, "აიკი"

გახსნის თარიღი: 14.11.2012

ფასი: 300 მილიონი ევრო

ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალადგილიანი დახურული სტადიონი, თუმცა ცნობილი სულ სხვა მიზეზის გამო გახდა. სწორედ აქ, 2012 წლის 14 ნოემბერს შვედეთისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ამხანაგურად. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ოთხჯერ აიღო ჯო ჰარტის კარი, ერთ-ერთი გოლი კი კაცობრიობის ისტორიაში ულამაზესი გახლდათ.

"არენა გრემიო", პორტუ-ალეგრი

მსოფლიოს 10 უახლესი საფეხბურთო სტადიონი


ვინ ითამაშებს: გრემიო

გახსნის თარიღი: 08.12.2012

ფასი: 221.68 მილიონი ევრო

ეს არის პლანეტის ყველაზე ახალი სტადიონი, რომელიც ერთი მილითაა დაშორებული პორტუ-ალეგრას საერთაშორისო აეროპორტს. ტევადობა- 60 ათასი ადამიანი, თუმცა აქ არ ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები, რადგან ჯერ კიდევ მის გახნსნამდე ფიფამ მას "ბეი-რიო" ამჯობინა.
 
ნანახია: 446 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: