12:10 PM
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა!





მსოფლიო ფეხბურთს უამრავი ვარსკვლავი ახსოვს, ისინი თავიანთი თამაშით აღტაცებულს ტოვებდნენ გულშემატკივრებს, უდიდეს შთაბეჭდილებებს ახდენდნენ გულშემატკივრებზე და ღირსეულად ტოვებდნენ მოედანს მაშინაც კი როდესაც ტაბლოზე ანგარიში მათ სასარგებლოდ არ ფიქსირდებოდა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს რონალდინიო, ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ნამდვილი საჩუქარი გახლდათ მსოფლიო ფეხბურთისათვის. მისი ღიმილი, რომელიც მუდამ თან ახლდა ბრაზილიელ ვუნდერკინდს არავის ტოვებდა გულგრილს, თამაშობდა კატალონიის ბარსელონაში და მისი მთავარი ოპონენტის ფანებიც კი არ იყვნენ მის მიმართ გულგრილნი და ფლორენტინო პერესს მუდამ აკრიტიკებდნენ, რომ ეს საოცარი ფეხბურთელი მათ საყვარელ კლუბში არ ირიცხებოდა და მეტიც, მათი მთავარი კონკურენტის ღირსებას იცავდა. ბერნაბეუზე არავის ახსოვს ტაშით გაცილებული ბარსელონას ფეხბურთელი, მაგრამ რონალდინიომ ეს შეძლო, ბარსელონამ რეალს სანტიაგო ბერნაბეუზე 3 უპასუხო გოლი გაუტანა, იმ რეალს, რომლის შემადგენლობასაც ისეთი ვარსკვლავები იცავდნენ, როგორებიც: რონალდო,ზიდანი,რაული,კარლოსი,ბექჰემი იყვნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ იმ კონკრეტულ მატჩში ბარსას და მისი ლიდერის წინააღმდეგ, ბერნაბეუმ ოვაციები არ დაიშურა გაუჩოს მიმართ და ზღაპრული თამაშისათვის პატივისცემის ნიშნად მხურვალე აბლოდისმენტებით დაასაჩუქრა.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა!


მისი ევროპული კარიერა საფრანგეთში, პსჟ-ში დაიწყო, რომელიც ისეთი დიადი მფლობელის ხელში არ იყო მაშინ როგორც დღეს გახლავთ და როდესაც შესანიშნავად ათამაშებულმა რონალდინიომ ყურადღება მიიპყრო ბობოლა კლუბებისაგან ადვილად შეელია მას სოლიდური თანხის სანაცვლოს. ბარსელონაში მოსვლამდე რონალდინიოს გაბრწყინება 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირდა, რონალდოს და რივალდოს გვერდით მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელმა შესანიშნავად მოახერხა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და ლომის წვლილი დაიდო გუნდის გაჩემპიონებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კარგი თამაში ინგლისთან და მისი ზღაპრული ჯარიმა დავიდ სიმენის კარში, რომლის წყალობითაც ბრაზილიამ ინგლისი დაამარცხა. გოლის გარდა რონალდინიომ ამ მატჩში სხვა რამითაც დაგვამახსოვრა თავი, მან წითელი ბარათი მიიღო და 10 კაცით დატოვა მომავალი მსოფლიო ჩემპიონები, თუმცა მის გარეშეც შეძლო გუნდმა გამარჯვების მოპოვება ანგარიშით 2:1. მის კარიერაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი იყო, თუმცა რაც მან კატალონიის ბარსელონაში გადასვლის შემდეგ გვიჩვენა ყველას ნამდვილად იმსახურებს ჩვენს პატივისცემასა და აღტაცებას. ის იყო უბრალოდ გენია, მისმა თამაშმა და მოედნის ხედვამ აშკარა გახადა მისი საუკეთესოობა მსოფლიო მასშტაბით, იმ დროს როცა ჯერ კიდევ თამაშობდნენ, ზიდანი და რონალდო ის ზედიზედ 2-ჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და ამ ფეხბურთელების გვერდით დაიდო ბინა, ადამიანების რომლებმაც საკუთარი ეპოქა შექმნეს საფეხბურთო სამყაროში და საუკუნო გზა განვლეს პროფესიულ კარიერაში.
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა!
რონალდინიომ ესპანეთის ჩემპიონატს მონატრებული ბარსელონას ფანები 2-ჯერ ზედიზედ გაახარა უზომოდ და ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა გუნდს, 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის მოპოვებაც შეძლო და მსოფლიო ჩემპიონატზე ისეთი ფორმით გაემგზავრა, რომ ბევრი ფორმალობად მიიჩნევდა გერმანიის 2006 წლის მუნდიალს, რადგან რონალდინიოს ბრაზილიის ნაკრები მიიჩნეოდა უდავო ფავორიტად, რომლის შემადგენლობასაც ნამდვილი ტყავის ბურთის ჯადოქრები იცავდნენ: კაკა, რონალდო,ადრიანო, კაფუ,კარლოსი,რობინიო,ზე რობერტო,ლუსიო,დიდა... გვარების დასახელებამ რა შთაბეჭდილებებიც დაგვიტოვა საიდუმლოდ შევინახოთ, თუმცა ამ გვარებმა მსოფლიოს მომავალ ექს-ჩემპიონებს და კონკრეტულად ზინედინ ზიდანს ვერაფერი მოუხერხეს და 1/4 ფინალიდან გამოეთიშნენ მუნდიალს და ნაადრევად დაადგნენ ბრაზილიისკენ მიმავალ გზას. ამის შემდეგ რონალდინიოს საფეხბურთო კარიერა ფაქტიურად მის განვლილ საფეხბურთო კარიერასთან ასოცირდა, მისმა "არარონალდინიურმა" თამაშმა გამოიწვია ნოსტალგიები და მოგონებები მის შესანიშნავ თამაშზე, მის გოლებზე,ფინტებზე, გადაცემებზე,ჯარიმებზე... ყველას კარგად ახსოვდა მისი გოლი ჩელსის კარში, სადაც პიტერ ჩეხი ფაქტიურად ბავშვურად გააბითურა, გოლები კლასიკოებში, ფინტებით გაბრუებული ჯენარო გატუზო და მილანელები, არანორმალური სილამაზის მქონე გადაცემები, რომლითაც ძირითადად სამუელ ეტო"ო სარგებლობდა.ბარსელონას ლიდერის ფუნქციებიც ნელ-ნელა ხავისკენ, ეტო"ოსკენ და მესისკენ გადაიხარა, რონალდინიომ სათადარიგოთა სკამსაც გაუგო გემო,თავიდან კი შეეგუა უთამაშებლობას, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა ის გუნდი, რომელსაც ის დიდება დაუბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში არ ღირსებია კატალონიის ბარსელონას, ის წლები, რომელიც მადრიდის რეალის ჩრდილში გაატარა კლუბმა წარსულში დაატოვებინა და შექმნა საკუთარი ეპოქა, თუმცა ეს ეპოქა არც ისე ხანგძლივი აღმოჩნდა პირადად მისთვის, მაგრამ კატალონიის ბარსელონა დღესაც რონალდინიოს დაწყებულ ეპოქაში მოღვაწეობს და აშკარად იგრძნობა უდიდესი ღვაწლი ამ ფეხბურთელისა იმაში, რომ დღეს ბარსელონა არსებობს ამ სახით. ესპანეთის ჩემპიონატიდან, იტალიის სერია ა-ში გადასულმა თავისი სიტყვის თქმა მაინც მოახერხა, თავის პირველივე მადონინაში, კაკას ბრწყინვალე პასის შედეგად თავური დარტყით ერთადერთი გოლი გაიტანა ინტერის კარში და თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა!


მილანური კარიერაც მისთვის რონალდინიოს ჩრდილს წარმოადგენდა,თუმცა მაინც ყურადღების ცენტრში იყო მუდმივად და მისგან "რონალდინიობას" მუდამ მოელოდნენ და იყო ეპიზოდებიც, როდესაც ეს მოლოდინები მართლდებოდა. ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც არ წაიყვანა და ალბათ შემდეგ ინანა კიდევაც, მაგრამ რაღა დროის იყო მისი სინანული, მას თავისი საქციელის გამოსწორებაც არ დასცალდა ისე დატოვა პოსტი. რონალდინიო დღესაც თამაშობს, გააქვს შესანიშნავი გოლები, ასისტენტობითაც გამოიჩენს ხოლმე თავს, მაგრამ ამ ყველაფერს სამშობლოში, ატლეტიკო მინეიროს შემადგენლობაში ჩადის, სადაც მეორე ბრაზილიური კლუბიდან, ფლამენგოდან გადაბარგდა. მისი ღიმილი მომენატრა, მისი თამაში, მისი არაორდინალური თამაში, იმ დღიდან რაც ფეხბურთის აქტიური გულშემატკივარი გავხდი 3 ფეხბურთელს გამოვარჩევ, ბრაზილიელ რონალდოს, ზინედინ ზიდანსა და რონალდინიოს, ადამიანებს, რომლებისთვისაც ფეხბურთი მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი არასოდეს ყოფილა.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა!
ნანახია: 303 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: