5:32 PM მოურინიოს “მოდელი” ბოატენგი არ სჭირდება | |
![]() "განსაკუთრებულს” საკუთარი გუნდის რიგებში "მილანის” ნახევარმცველის ხილვა არ სურს. ბოლო პერიოდში იტალიაში ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ კევინ-პრინს ბოატენგს "მილანის” დატოვება უნდა. კლუბი, თავის მხრივ, მზადაა ნახევარმცველი 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას, ბოატენგი კი "ჩელსიში” თამაშზე ოცნებობს. "არისტოკრატების” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ თავისი გუნდის განელი ფეხბურთელით გაძლიერება არ სურს. "ჩვენ ფეხბურთელები გვჭირდება და არა მოდელები. გასულ სეზონში ბოატენგმა თმის ვარცხნილობა უფრო მეტჯერ შეიცვალა, ვიდრე გოლი გაიტანა”, – განაცხადა პორტუგალიელმა. გასულ სეზონში შემტევი ნახევარმცველი სერია ა-ში "როსონერის” მაისურით მოედანზე 37 შეხვედრაში მოგვევლინა, თუმცა მხოლოდ სამი გოლი გაიტანა. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |