2:17 PM
მოურინიოს ხაბი ალონსო სჭირდება



"ჩელსი” მადრიდული კლუბის ნახევარმცველის ხელში ჩაგდებას ეცდება.

ამ ზაფხულს ესპანეთის ეროვნული ნაკრების 31-წლის ნახევარმცველის შეძენა პორტუგალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. "რეალს”, ამავდროულად, ხაბისთან კონტრაქტის კიდევ ორი წლით გახანგრძლივება სურს.

ალონსოს მოქმედი ხელშეკრულება "სამეფო კლუბთან” კიდევ ერთი სეზონით აკავშირებს. თავად "თეთრების” ნახევარმცველი დედაქალაქურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

შეგახსენებთ, რომ ხაბი "ლივერპულის” ღირსებას რამოდენიმე წლის განმავლობაში იცავდა და პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება გააჩნია. ალონსო ინგლისიდან სამშობლოში 2009-წელს დაბრუნდა. ამავე წლის აგვიტოს თვეში "რეალმა” "წითლებს” ცენტრალური ნახევარმცველის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

წყარო: The Telegraph

ნანახია: 311 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: