10:52 PM
მოურინიოს გიუნდოგანი სჭირდება



"ჩელსის” ახალ ბოსს გუნდის ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება სურს.

"ბორუსიას” შემადგენლობაში თურქი გერმანელის თამაშმა პორტუგალიელი მოხიბლა, რომელიც ნახევარმცველის სიძლიერეში დარწმუნდა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირებების დასრულების შემდეგ, მოურინიომ ილკაიზე ხშირი საუბარი დაიწყო.

"განსაკუთრებულისთვის” ფეხბურთელის ხელში ჩაგდების სურვილი თითქმის აკვიატებულ იდეად იქცა. უახლოეს დროში "ჩელსი” გერმანელის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს და "დორტმუნდს” მომგებიან წინადადებას შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატების” ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერების კიდევ ერთ მთავარ კანდიდატად "რომას” ჰავბეკს დანიელე დე როსის მიიჩნევენ.

წყარო: tribalfootball.com

ნანახია: 479 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: