9:40 PM
მოურინიოს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს




ესპანურმა გამოცემა "Marca”-მ მადრიდის "რეალის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

პორტუგალიელი ფეხბურთის სპეციალისტის მტკიცებით, მიმდინარე სეზონში მას განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონთა ლიგის ასპარეზობის მოგება სურს.

"რასაკვირველია ყველა იმ ტურნირში გამარჯვება გვეწიფება, რომელშიც მადრიდის "რეალი” იასპარეზებს, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ჩემპინთა ლიგაში წარმატებაზე ვოცნებობ.

ეს ტურნირი თავის დროზე ორჯერ მაქვს მოგებული. მსურს რომ ევროპაში მოღვაწე პირველი მწვრთნელი გავხდე, რომელსაც ეს პრესტიჟული შეჯიბრება სამი სხვადასხვა გუნდის სათავეში ყოფნისას მოუგია.” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მოურინიოს ჩემპიონთა ლიგა თავის დროზე "პორტუსთან” და "ინტერთან” ერთად აქვს მოგებული.
 
ნანახია: 319 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: