7:57 PM
მოურინიოს “ჩელსიში” რონალდუს წაყოლება სურს



პორტუგალიელი ვარსკვლავის გადაბირებისათვის "მანჩესტერ იუნაიტედი” და "ჩელსი” იბრძვიან.

საქმე იმაშია, რომ მადრიდის "რეალის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც ზაფხულში "ჩელსიში” დაბრუნდება, ფორვარდის ლონდონში გაყოლება სურს. არსებობს ჭორები, რომ ვითომდა "განსაკუთრებული” საზაფხულო ტრანსფერებისათვის რომან აბრამოვიჩი 100 მილიონ ფუნტს გამოუყოფს. ამ თანხიდან 80 მილიონს კი მოურინიო რონალდუს შეძენისათვის გადადებს.

მიუხედავად ამისა, სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედია” "არისტოკრატების უპირველესი კონკურენტი. პრესაში არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ "ემიუს” სპონსორები დაეხმარებიან და კრიშტიანუს "ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნება არარეალური აღარაა.

შეგახსენებთ, გარდა ამ ორი ინგლისური გრანდისა ფეხბურთელის ხელში ჩაგდება "პსჟ”-საც სურს.

ნანახია: 325 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: