1:14 PM
მოურინიომ შესაძლო ახალწვეულთა სია შეადგინა



"შახტარის” ერთ-ერთი ლიდერი ლონდონური კლუბის სატრანსფერო მიზნების სიაში მოხვდა.

"ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, ჟოზე მოურინიო სატრანსფერო მუშაობით მაშინვე დაკავდა. ანდრე შურლეს ტრანსფერი უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, თუმცა ამით პორტუგალიელი გაჩერებას არ აპირებს.

"არისტოკრატების” თავკაცმა კიდევ ერთი თავდამსხმელის შეძენა ითხოვა. პრეტენდენტებთა შორის ედინ ჯეკო ("მან სიტი”) და სტევან იოვეტიჩი ("ფიორენტინა”) არიან. დაცვის ხაზის ფლანგი, თავის მხრივ, შესაძლოა ელიაკიმ მანგალამ ("პორტუ”) გააძლიეროს. მოურინიოს შორტ-ლისტში ნემანია მატიჩი ("ბენფიკა”)დანიელე დე როსი ("რომა”) დაფერნანდინიოც ("შახტარი”) მოხვდნენ.

შეგახსენებთ, დონეცკელთა ნახევარმცველის სახელს დიდი ხნის განმავლობაში "მანჩესტერ სიტის” უკავშირებდნენ, თუმცა ინგლისის ვიცე-ჩემპიონმა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გადახდა არ ისურვა, რომელიც 50 მილიონ ევროს შეადგენს.

წყარო: The People

ნანახია: 305 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: