5:15 PM
მოურინიომ “რეალში” დარჩენა გადაწყვიტა?



როგორც ჩანს, "განსაკუთრებული” "სტემფორდ ბრიჯზე” თავისი დაბრუნების გადადებას აპირებს.

ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ ჟოზე მოურინიომ "ჩელსიში” წასვლა გადაიფიქრა და მადრიდულ კლუბთან თავისი კონტრაქტის ვადის ბოლომდე ამოწურვას გეგმავს.

ბოლო პერიოდში პრესა ხშირად უკავშირებდა პორტუგალიელი სპეციალისტის სახელს ლონდონურ კლუბს, თუმცა "თეთრების” ბოლოდროინდელმა წარმატებებმა მას საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა.

გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და ასევე, მიუხედავად მიმდინარე სეზონში ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილისა, მოურინიოს მენეჯმენტი "სანტიაგო ბერნაბეუზე” კვლავ დიდად ფასდება და პორტუგალიელი "რეალის” გულშემატკივრების სიყვარულს "ინარჩუნებს”.

იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე თავის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ შეიცვლის, მაშინ "რეალი” "ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის ანდრე ვილაშ-ბოაშისა და მთავარი ვარსკვლავის გარეტ ბეილის ხელში ჩაგდებას ეცდება.

თუმცა ასეთი სატრანსფერო რეიდი ესპანურ გრანდს დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი დაუჯდება, სწორედ ამიტომ, კლუბისთვის მაინც მოურინიოსთან თანამშრომლობის გაგრძელება იქნება პრიორიტეტული.

ნანახია: 322 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: