"სელტასთან" წაგებული მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიოსგან კრიტიკა წამოვიდა ფეხბურთელების მიმართ, თუმცა პორტუგალიელს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.
"ვარანმა ბრწყინვალედ ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ტრავა ჰქონდა. ის უკეთ თამაშობდა, ვიდრე სხვა ფეხბურთელები." - განაცხადა "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა.
"მორატა განაცხადში არ მოხვდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. როგორც გაირკვა შევცდი, ალვარო სათადარიგოთა სკამზე უნდა ყოფილიყო. ესიენი? მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის იმისთვის შევცვალე, რომ უფრო შემტევ ტაქტიკაზე გადავსულიყავით."
"რამდენიმე ფეხბურთელთან საუბარი მომიწევს. მორატა განაცხადში უნდა შემეყვანა, ვინაიდან ის უფრო მოტივირებული იქნებოდა, ვიდრე ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც როგორც ჩანს თამაში არ სურდა." - დაასრულა "განსაკუთრებულმა".