6:10 PM მოურინიომ “ბარსელონას” ჩემპიონობა მიულოცა | |
![]() "ესპანიოლთან” (1:1) გაგორებული ფრის შემდეგ, მადრიდის "რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრინციპულ მეტოქეებს საჩემპიონო ტიტულის დასაკუთრება მიულოცა. "პირველ რიგში, მინდა "ბარსელონას” მივულოცო, მათ ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს. ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან მილოცვა ლოგიკურია. როდესაც გასულ სეზონში ჩემპიონები გავხდით, ვსაუბრობდით, რომ სერიოზულ წარმატებას მივაღწიეთ. ახლა კი მათ წინაშე ქედს ვიხრით”, – აცხადებს მოურინიო. პეპესთან დაკავშირებული სიტუაცია, რომელმაც მოურინიო იმის გამო გააკრიტიკა, რომ მოედანზე იკერ კასილიასს არ უშვებს, მოურინიომ შემდეგნაირად დააკომენტარა: "თქვენ ფეხბურთელებზე ყოველთვის საუბრობთ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ამ შემთხვევაში მართებულია. პრიმერა დივიზიონს ახალი ჩემპიონი ჰყავს, თქვენ კი ფეხბურთელის საქმეს განიხილავთ”. "მწვრთნელი ვარ და არ ვარ ვალდებული რაიმე აგიხსნათ. აქ გატარებული პირველი დღიდან ბოლო დღემდე მე გადავწყვეტ, ვინ ითამაშებს და ვინ არა. შემიძლია ზოგჯერ ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი აგიხსნათ, ზოგჯერ კი არა”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |