9:44 PM მოურინიო მზადაა რუნის ნაცვლად ეტო’ო შეიძინოს | |
![]() ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელის სახელი და გვარი, რომელიც "არისტოკრატების” თავდასხმის ხაზს იმ შემთხვევაში გააძლიერებს, თუ კლუბი უეინ რუნის ხელში ვერ ჩაიგდებს. მოგეხსენებათ, ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ჩელსის” პრიორიტეტული მიზანი მანჩესტერელი უეინ რუნის შეძენაა, მაგრამ "წითელი ეშმაკუნები” ფორვარდთან განშორებას არ აპირებენ და ლონდონელების ორი შეთავაზება უკვე უარყვეს. ჟოზე მოურინიო დანებებას არ აპირებს და მისი კლუბი მესამე ოფიციალურ წინადადებას უკვე ამზადებს, თუმცა პორტუგალიელს სათადარიგო ვარიანტიც აქვს, რომელიც უახლოეს მომავალში შესაძლოა პრიორიტეტულადაც კი იქცეს. თუ "ემიუ” წინააღმდეგობის გაწევას გააგრძელებს და რუნის გაყიდვაზე უარს კიდევ ერთხელ იტყვის, მაშინ "ჩელსი” სამუელ ეტო’ოზე გადაერთვება, რომელიც "ანჟის” აღარ სჭირდება. კამერუნელის ტრანსფერის განხორციელება ადვილი იქნება, ყოველწლიურმა 25 მილიონ ევროიანმა ანაზღაურებამ კი "არისტოკრატები” არ უნდა შეაშინოს, რადგან ეტო’ო მზადაა ტოპ-კლუბში გადასვლის გამო ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდეს. ასევე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ "ჩელსიმ” უნდა იჩქაროს, რადგან იტალიური კლუბები ეტო’ოს ხელში ჩაგდებისათვის უკვე იბრძვიან, რომლებისთვისაც კამერუნელი პრიორიტეტად ითვლება. წყარო: Daily Star | |
|
სულ კომენტარები: 0 | |