11:05 PM
მოურინიო მატას “ბარსაში” გაშვებაზე თანახმა არაა




ხუან მატას მომავალი ჯერ კიდევ უცნობია…

როგორც მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს "ჩელსის” მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა, რომელმაც მისვლისთანავაე განაცხადა, რომ იგი "არისტოკრატთა” რიგებიდან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გაშვებას აპირებდა. ასეთ მოთამაშეთა სიაში ესპანელი შემტევი, ხუან მატაც მოხვდა. სეუ ჟოზეს მოსვლიდან მოყოლებული, "ფურია როხას” ფეხბურთელზე უამრავი ჭორი იწერებოდა. რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური "ბარსელონა” სერიოზულად იყო დაინტერესებული მადრიდის "რეალის” აღზრდილი მოთამაშის შეძენით. ამ ტრანსფერის განხორციელებას ისიც უწყობდა ხელს, რომ მატას მამასა და "ბლაგურნას” პრეზიდენტ, სანდრო როსელს შორის შესანისნავი ურთიერთობაა.

"Daily Mirror”-ს თუ დავეყრდნობით, მოურინიო საშინელი წინააღმდეგია ესპანელი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვების. ჟოზე მოურინიომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მას არ სურდა ესაუბრა "ჩელსის” იმ ფეხბურთელების მომავალზე, რომლებიც "კონფედერაციის თასზე” ბრაზილიაში იმყოფებოდნენ. ამ შემთხვევაში პორტუგალიელმა სპეციალისტმა გამონაკლისი დაუშვა და გუნდის ხელმძღვანელობას მატასთვის კონტრაკტის ხუთ წლამდე გახანგრძლივება მოსთხოვა. შეგახსენებთ, რომ ესპანელ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბთან კონტრაკტი 2016 წლის ზაფხულს ეწურება. მოურინიოს თქმით მატა მისი სამომავლო გუნდის საკვანძო ფიგურა იქნება. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი გასულ სეზონში "ჩელსის” ყველზაე შედეგიანი მოთამაშე იყო. მან "არისტოკრატთა” რიგებში 19 გოლი და 35 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

წყარო: MARCA

ნანახია: 314 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: