5:21 PM მოურინიო: “ლუისი არ იყიდება” | |
![]() "ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა იმაში, რომ მცველი "სტემფორდ ბრიჯზე” რჩება. ბოლო დღეების განმავლობაში, "ბარსელონა” "ჩელსის” მცველის, დავიდ ლუისის ხელში ჩაგდებას მთელი ძალებით ცდილობდა, "არისტოკრატებს” ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა. მაგრამ, ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დაგვარწმუნა, რომ კატალონიელების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და მომავალშიც უშედეგოდ დასრულდება. "ლუისი არსად არმიდის. იგი იმ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთია, რომელთა შენარჩუნებასაც მთელი ძალებით ვეცდებით. ამავდროულად, მან კლუბთან ახალი ხელშეკრულება მხოლოდ გასულ წელს გააფორმა და "ჩელსის” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკავშირდება. დავიდი, როგორც ფეხბურთელი, შეგვეფერება, გუნდის საკვანძო ფიგურად ითვლება და მას არანაირ ფასად არ გავყიდით”, – განაცხადა მოურინიომ BT Sport-თან ინტერვიუში. რამოდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატები” მზად იყვნენ ბრაზილიელი 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაეშვათ. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |