10:11 PM
მოურინიო ლონდონშია



უკვე "რეალის” ექს-თავკაცი ნაბიჯ ნაბიჯ უახლოვდება "ჩელსიში” დაბრუნებას.

"ოსასუნას” წინააღმდეგ გამართული მატჩი, სადაც "ბლანკოსმა” "სანტიაგო ბერნაბეუზე” დამაჯერებლად დაამარცხეს პამპლონელები ანგარიშით 4:2, ჟოზე მოურინიოსთვის "რეალის” მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო აღმოჩნდა.

ზემოთნახსენები დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ძალიან მალე, პორტუგალიელი თვითმფრინავში ჩაჯდა და ლონდონში ჩაფრინდა. ორშაბათს მოურინიო უკვე ჰიტროუს აეროპორტში იმყოფებოდა.

ასე რომ, უკვე უახლოეს დღეებში, თუ არა საათებში, სეუ ჟოზეს "ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას უნდა ველოდოთ. ამის შესახებ საუბარი "რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმაც კი მოასწრო, გულახდილად გამოტყდა, თუ სად მიდის მოურინიო მისი კლუბიდან. გარდა ამისა, გუშინ ეს შეთანხმება დაადასტურა ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა საიტმაც, რომელმაც "არისტოკრატების” ახალ მწვრთნელად პორტუგალიელის დანიშვნასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაავრცელა. თუმცა, მოგვიანებით, ეს ინფორმაცია წაიშალა.

წყარო: Daily Mail

ნანახია: 290 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: