მადრიდის "რეალის” პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ლონდონის "ჩელსიმ” თავისი ქვეყნის პირველობა მოიგო. გუნდის პრეზიდენტს რომან აბრამოვიჩს ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებაც სურდა, მაგრამ "განსაკუთრებულმა” ამ ტიტულის დაუფლება ვერ შესძლო. ბატონმა რომანმა მოურინიო თანამდებობიდან უცერემონიოდ გაათავისუფლა.
პორტუგალიელ მწვრთნელს ლონდონთან დაკავშირებით დღემდე კარგი მოგონებები გააჩნია და ადრე თუ გვიან ინგლისში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
წინა კვირას მოურინიოს ბრიტანელი ჟურნალისტები ესაუბრნენ და "ჩელსიში” გატარებული პერიოდის გახსენება სთხოვეს.
- ბევრი ფიქრობს, რომ "ჩელსის” ყველაზე თავდადებული გულშემატკივრები ჰყავს?
"ახლა ამ კითხვას ცოტა იუმორით ვუპასუხებ. "არსენალის” გულშემატკივრები უმეტესად შავები არიან, "ტოტენჰემს” საკმაოდ ბევრი ლონდონელი ებრაელი უჭერს მხარს, "ქუინზ პარკ რეინჯერს” ბევრი ახალგაზრდა და აგრესიული გულშემატკივარი ჰყავს, ხოლო "ფულემი” პატარა კლუბია, მაგრამ მისი სტადიონი ყოველთვის სავსეა."
- მაშინ ვინ უჭერს მხარს "ჩელსის”?
"ნამდვილი გულშემატკივრები და ამავე დროს ცნობილი ადამიანები. მათ შორის გამოვყოფდი მომღერალ ბრაიან ადამსს, მოდელ კლაუდია შიფერსა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის ქალიშვილ ჩელსის."
- ანუ "ჩელსის” მაინც გამორჩეული თაყვანისმცემლები ჰყავს?
"საკმაოდ. მე მქონდა ბედნიერება გამეცნო კლაუდია შიფერი, რომელიც ფეხბურთში ჩინებულად ერკვევა. რომან აბრამოვიჩმა გამაცნო. წვეულებაზე მე და ფეხბურთელები მიგვიწვიეს. ვინც მეუღლესთან ერთად ვიყავით, განსაკუთრებული დისკომფორტი არ გვიგრძნია, მაგრამ გუნდში დაუოჯახებელი ფეხბურთელებიც იყვნენ და უნდა გენახათ რა დღეში იყვნენ."