7:29 PM
მოურინიო: იგუაინი მარცხენა მცველად ითამაშებს


ფაბიო კოენტრაოსა და მარსელოს ტრავმების გამო მადრიდის "რეალის" თავკაცმა განაცხადა,რომ "მალიორკასთან" გასამართ მატჩში დაცვის მარცხენა ფლანგზე სავსებით შესაძლებელია არგენტინელმა თავდამსხმელმა ითამაშოს.

"მალიორკასთან" მატჩში მარცხენა მცველად გონსალო იგუაინი ითამაშებს.და რატომ? იგი ძალიან სწრაფია,შესანიშნავად თამაშობს მარცხენა ფეხით და გოლებსაც იტანს",-განაცხადა მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

"მაგრამ,თუ სერიოზულად ვისაუბრებთ,"იბეროსტარზე" ჩვენ ძალიან რთული მატჩი გველის."მალიორკას" შესანიშნავი გუნდი ჰყავს,ასევე ძლიერი მწვრთნელი და რაც მთავარია მათ ხელს მშობლიური ტრიბუნები უწყობს.მიუხედავად ამ ყველაფრისა,ჩვენ სამი ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ,თუმცა ამის გაკეთება ძალიან გაგვიჭირდება".

"სერხიო რამოსი? იგი სრულ მზადყოფნაშია.მას თამაში შეუძლია.რაც შეეხება ლუკა მოდრიჩს,მე მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.მიუხედავად იმისა ითამაშებს იგი მომავალ მატჩში თუ არა.მე მას ვენდობი".
 
ნანახია: 264 | დაამატა: RoM@N | ტეგები: მოურინიო: იგუაინი მარცხენა მცველად | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: