8:16 AM მოურინიო “ევერტონთან” მარცხით შეწუხებულია | |
![]() "ჩელსის” თავკაცმა "გუდისონ პარკზე” (0:1) თავისი გუნდის წარუმატებლობა ფოლისოფოსურად დააკომენტარა. "არც კი ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, რომ მარცხს არ ვიმსახურებდით. ჩემთვის უკეთესი ერთი კითხვის დასმა იქნება, დღეს წაგება დავიმსახურეთ?”, – დაიწყო ჟოზე მოურინიომ. "გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან მოედანზე უკეთესები ვიყავით. უკეთესად ვთამაშობდით და მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით. მეტოქის კარში 21-ჯერ დავარტყით, და რისკზეც წავედით”. "თუმცა, სხვა მხრივ, "ევერტონის” კარში დარტყმული ბურთების ნაწილი გოლკიპერისთვის მოსაგერიებლად ადვილი აღმოჩნდა, ზოგიერთ სიტუაციაში კი, ვალდებულნი ვიყავით, გოლი გაგვეტანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ წაგება არ დაგვიმსახურებია”, – დაასრულა "განსაკუთრებულმა”. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |