8:19 PM
მოურინიო "ესპანიოლის" გოლკიპერის კასილიას გადაბირებით დაინტერესდა





"ესპანიოლის" გოლკიპერი კიკო კასილია შესაძლოა "რეალში" დაბრუნდეს.26-წლის გოლკიპერის ტრანსფერით თავად "გალაქტიკოსის" თავკაცი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული,იტყობინება Mundo Deportivo.

გამოცემის თანახმად,მოურინიოს კასილიას გადაბირება ჯერ კიდევ 2006-წელს სურდა,როდესაც იგი "ჩელსის" წვრთნიდა,მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი გოლკიპერის ძალიან მაღალმა სატრანსფერო ფასმა (12 მილიონი ევრო) ჩაშალა.

წინასწარი ინფორმაციით "ესპანიოლი" მზად არის კასილია "რეალს" 1 მილიონ ევროდ დაუთმოს,რადგან მადრიდულ კლუბს ფეხბურთელზე გარკვეული უფლებები კიდევ გააჩნია.

აღსანიშნავია,რომ კარის დარაჯს "ესპანიოლთან" კონტრაქტი 2015-წლამდე აკავშირებს.
 
ნანახია: 264 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: