8:58 PM მოურინიო: “ძნელი წარმოსადგენია, რომ დიეგო ლოპესმა ადგილი დაკარგოს” | |
![]() დღეს მადრიდის "რეალის” მეკარე კვლავ შეუდგა ვარჯიშს, მას შემდეგ, რაც მცირე დაზიანება მიიღო "ბეტისთან” მატჩში. 31 წლის ფეხბურთელი ზამთრიდან მოყოლებული გუნდის ძირითადი მეკარეა. მიუხედავად იმისა, რომ იკერ კასილასმა უკვე მოიშუშა ტრავმა, ის ჯერჯერობით ვერ ახერხებს დიეგო ლოპესის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდებას. "დიეგომ მონაწილეობა მიიღო ურთულეს მატჩებში, მათ შორის "ბარსელონასთან” და "მანჩესტერ იუნაიტედთან”. მისი თამაშის გათვალისწინებით, სიმართლე რომ ვთქვათ, ძნელი წარმოსადგენი იქნება, რომ ლოპესმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს.” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |