10:15 AM მოურინიო “ჩელსიში” ვარანს წაიყოლებს? | |
![]() ინგლისური პრესა იტყობინება, რომ ფრანგი ცენტრალური მცველი შესაძლოა "განსაკუთრებულს” "სტემფორდ ბრიჯზე” გაჰყვეს. რაფაელ ვარანი, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავისი შესანიშნავი თამაშით ფურორი მოახდინა, "რეალში” ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთ ფავორიტ ფეხბურთელად ითვლება. უფრო მეტიც, პორტუგალიელ სპეციალისტს ახალგაზრდა მცველის "ჩელსის” შემადგენლობაში ხილვა სურს, რომელიც დიდი ალბათობით ამ ზაფხულს ლონდონურ კლუბს ჩაიბარებს. "არისტოკრატების” თავკაცის რანგში სეუ ჟოზეს მეორე უმთავრესი სატრანსფერო მიზანი მადრიდის "ატლეტიკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო იქნება. ასევე საინტერესოა ისიც, რომ მოურინიოს რომელუ ლუკაკუს იმედიც აქვს, რომელიც ამ ზაფხულს "ვესტ ბრომვიჩში” თავისი არენდა ამოეწურება და "ჩელსიში” დაბრუნდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |