4:32 PM მოურინიო “ჩელსიში” წელიწადში 10 მლნ ფუნტს მიიღებს | |
![]() "რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ჩელსისთან” პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა, იტყობინება Daily Mail. პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ჩელსის” მფლობელთან რომან აბრამოვიჩთან ლონდონის რესტორან La Famiglia-ში შეხვედრა გამართა, სადაც რუსი ბიზნესმენის შეთავაზება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიო "ჩელსიში” წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს. თუმცა, ჯერჯერობით, "არისტოკრატები” "რეალის” ხელმძღვანელობასათან არ შეთანხმებულან. თუ ბრიტანული პრესის ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ "თეთრებს” მოურინიოს გაშვება არ სურთ, თუმცა ჟოზეს კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, მისი ხელშეკრულების გამოსყიდვა ნებისმიერ კლუბს 12 მილიონ ფუნტად შეუძლია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |