4:10 PM მოურინიო “ჩელსის” ფეხბურთელებს: ნუ იქნებით ეგოისტები! | |
![]() ლონდონის "ჩელსის” მთავარ მწვრთნელს მადრიდის "რეალში” ფეხბურთელებთან არც თუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხოდა სეუ ჟოზე ახლა ლონდონელებს წინასწარ ეუბნება, რომ ეგოისტობა "არ გაუვათ”. "თუ შენ ნამდვილი პროფესიონალი ხარ და არა ეგოისტი, თუ კლუბის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებ და მზად ხარ, საკუთარი კლუბისთვის და პარტნიორებისთვის 100 %-ით დაიხარჯო, კარგი ურთიერთობა გვექნება”, – დაახლოებით ასეთი რამ განუცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა "არისტოკრატებს”. "თუ ეგოისტი ხარ, ფეხებზე გკიდია კლუბი, გულშემატკივარი და საკუთარი რეპუტაცია, მაშინ ძალიან დიდი პრობლემები გვექნება…” "ზოგჯერ მართლაც გამოჩნდებიან ასეთი ბიჭები და მათთან ურთიერთობა ძალიან რთულია”. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ "რეალი” წარუმატებელი სეზონის შემდეგ დატოვა. მას კომფლიქტი ჰქონდა კლუბის ლიდერებთან. წყარო: Reuters | |
|
სულ კომენტარები: 0 | |