7:39 PM
მოურინიო: "ბეტისმა" ჩემი პატივისცემა დაიმსახურა"



ჟოზე მოურინიომ "ბეტისის" ფეხბურთელები შეაქო, მაგრამ ამავდროულად რამდენჯერმე "გაისროლა" მსაჯის მისამართით, რომელმაც სევილიური გუნდის კარში პენალტი არ დანიშნა და ბენზემას გოლი არ ჩათვალა.

"რთული კვირისა და რამდენიმე ფეხბურთელთან კონფლიქტის შემდეგ, "ბეტისის" გულშემატკივრები პეპე მელის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარნენ", -განაცხადა ჟოზე მოურინიომ გუშინდელი წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ.

"ბეტისის" ფეხბურთელებს გამარჯვება მივულოცე, რადგან მათ მთელი ძალები დახარჯეს მოედანზე და ბოლომდე ბრძოლობდნენ, საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირეს".

"მსაჯი? - ის არის პასუხისმგებელი ბენზემას გოლის არასწორად არჩათვლისა და გადამწყვეტ მომენტში სუფთა პენალტის არდანიშვნის გამო, მაგრამ "ბეტისმა" ჩემი პატივისცემა დაიმსახურა, რადგან "რეალი" დაამარცხა. ვცდილობ, ობიექტური ვიყო და, როცა ჩემი გუნდი მარცხდება, გასამართლებელ ფაქტებს არ ვეძებ" - დასძინა "განსაკუთრებულმა".
ნანახია: 262 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: