2:35 PM
მოურინიო: "ადანი იკერზე უკეთესია"



"მალაგასთან" განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებს,როგორც ყოველთვის წაგების მიზეზი აინტერესებდათ და ასევე ის თუ,რატომ დააყენა ჟოზე მოურინიომ სასტარტო შემადგენლობაში მეორე გოლკიპერი და არა გუნდის კაპიტანი,იკერ კასილიასი.

"ეს სამწვრთნელო შტაბის ტექნიკური გადაწყვეტილება იყო და მეტი არაფერი",-განაცხადა მოურინიომ.

"ჩემი აზრით ადანი იკერზე უკეთესია.საბოლოო გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს,გუშინ კი ეს გადაწყვეტილება მთლიანმა სამწვრთნელო შტაბმა მიიღო ... რაც შეეხება,გუშინდელი მატჩის წაგებას გოლკიპერს ამაში ვერ დავადანაშაულებთ".

"არა,მე განთავისუფლების არ მეშინია,ამაზე არ ვფიქრობ,ბავშვი აღარ ვარ.მწვრთნელებმა კარგად იციან,რომ მწვრთნელის მიერ წარსულში მიღწეულ წარმატებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს,მწვრთნელმა მხოლოდ მიმდინარე მოვლენებზე უნდა იფიქროს",-დაასრულა ჟოზე მოურინიომ.
 
ნანახია: 256 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: