„დილა" ორჯერად ვარჯიშს განაგრძობს გორში. პირველი შეკრების მიმდინარეობისას გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია.
როგორც მოგეხსენებათ, ბოლოს კლუბი „დილას" კაპიტანმა დავით კვირკველიამ დატოვა, მაგრამ არის მატებაც. დღეს კლუბს შეუერთდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნუკრი რევიშვილი, რომელიც ბოლოს ს.კ. „კრასნოდარის" ღირსებას იცავდა.
„დილაში" ასევე ვარჯიშობენ: ოთარ ხიზანეიშვილი (თბილისის „დინამო"), გიორგი გურული, გიორგი ბერიაშვილი, გრიგოლ დოლიძე („ტორპედო"), ასევე დავით ბოლქვაძე, რომელიც „ჩიხურაში" გამოდიოდა და ასევე თეიმურაზ ღონღაძე („ზესტაფონი").
ამ ფეხბურთელებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათი კლუბში ჩარიცხვის შესახებ დილას ვებ-გვერდის მეშვეობით გახდება ცნობილი.
აქვე გვინდა ავღნიშნოთ, 25 წლის ერიკ გაბარაევის „დილაში" მოსვლაც. იგი ცხინვალიდან გახლავთ, რომელიც 16 წლის ასაკში გამოდიოდა საქართველოს პირველი ლიგის გათამაშებაში თამარაშენის „ლიახვის" შემადგენლობაში. ამ ფეხბურთელით მაშინ თბილისის „დინამო" დაინტერესდა, მაგრამ მისი კარიერა რუსეთის სხვადასხვა კლუბებში გაგრძელდა. ბოლოს იგი რუსეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის ს.კ. „სტავროპოლში" ირიცხებოდა.
„დილას" პრესსამსახური