7:24 PM მორატი: ჰანდანოვიჩი არ იყიდება | |
![]() "ინტერი” თავისი პირველი ნომრის პრიმერა დივიზიონში გაშვებას არ აპირებს. გუშინ, ერთდროულად რამოდენიმე ევროპულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბარსელონამ” "ინტერს” სლოვენიელი გოლკიპერის სამირ ჰანდანოვიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა. სავარაუდო თანხაც კი დასახელდა, რომელიც "ბლაუგრანამ” "ნერაძურის” შესთავაზა – 23 მილიონი ევრო. "ჰანდანოვიჩი არ იყიდება. მეც ვკითხულობ პრესას, თუმცა ასეთი სახის სიახლეები არ მხიბლავს, – აცხადებს "ინტერის” მფლობელი. – ეს ყველაფერი ჭორებია. ამაში სიმართლის გრამიც არაა. სამირი ჩვენს კლუბში რჩება”. სლივენიის ეროვნული ნაკრების 28-წლის კარის დარაჯი "ინტერში” 2012-წელს გადაბარგდა. მის სანაცვლოდ მილანელებმა "უდინეზეს” 11 მილიონი ევრო გადაუხადეს. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |