4:08 PM
მონტოია ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს



მარტინ მონტოია გახდა მთავარი ახალწვეულია ესპანეთის ეროვნული ნაკრების განაცხადში, რომელიც ვისენტე დელ ბოსკემ დღეს გამოაცხადა. მარტინი ერთ-ერთი წარმომადგენელია იმ 8 ფეხბურთელიდან, რომლებიც "ბარსელონას" წარმოადგენენ, ისინი პანამის ეროვნულ ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის გამოიძახეს ეროვნულ გუნდში, ეს ფეხბურთელები არიან : ვალდესი, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, სესკი, პედრო და ვილია. დელ ბოსკეს სიაში არ შესულან ჩავი და პიკე, რომელიც ახლახანს გამოჯანმრთელდა. 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მონტოია მეორედ მოხვდა ეროვნული ნაკრების განაცხადში, 2011 წლის სექტემბერში იგი ჩილესთან ამხანაგურ მატჩშიც გამოიძახეს და ასევე ლიხტენშტეინთან მატჩშიც თუმცა ფეხბურთელს მოედანზე არცერთი წუთი არ გაუტარებია. 

 

კიდევ 4 "ბარსელონელი"

ოთხშაბათს კიდევ ოთხი "ბარსელონას" ფეხბურთელი შეუერთდება ეროვნულ ნაკრებს ამხანაგური მატჩების გასამართად. არგენტინის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ალეხანდრო საბელიამ ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო გამოიძახა, საუდის არაბეთთან გასამართი მატჩისთვის ერ-რიადში. ალექსის სანჩესი შვეიცარიაში გაემგზავრება სადაც ჩილეს ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება. ოთხშაბათს ცოტა მოგვიანებით ნიუ-ჯერსიში დანიელ ალვეში გაემგზავრება საკუთარ ნაკრებთან ერთად სადაც კოლუმბიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

 

"ბარსას ბ"-ს ფეხბურთელები

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების განაცხადში მოხვდა "ბარსა ბ"-ს წარმომადგენელი გუსტავო ლედეში, რომელიც შოტლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდება. აუსტინიო კა და ედგარ იე პორტუგალიის 20-წლამდე ნაკრებს დაეხმარებიან, ეს მატჩიც ამხანაგური იქნება პორტუგალიელები მალის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელიც ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი მატჩი იქნება. 

ამის გარდა, მარკ ბარტრა, კრისტიან ტელიო, ჟერარდ დეულოფეუ და სერხი რობერტო ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს ისინი იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. 

ნანახია: 302 | დაამატა: RoM@N | ტეგები: მონტოია ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: