9:49 PM
“მონაკოს” ორი ქულა ჩამოაკლეს



საფრანგეთის მომდევნო ჩემპიონატს მონაკოელები "-2″-დან დაიწყებენ.

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ცნობით, ლიგა 1-ის ხელმძღვანელობამ "მონაკო” ორი ქულით დასაჯა, გარდა ამისა, გუნდი ერთ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს.

"მონაკო” იმის გამო დასაჯეს, რომ კლუბის ფრანგული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნების შემდეგ, მაყურებლები მოედანზე გაცვივდნენ, ერთ-ერთმა ფანმა კი მატჩის მთავარ არბიტრს დაარტყა.

საინტერესოა ისიც, რომ, თუ ფანები თავს აღარ შეიკავებენ, მაშინ მონაკოელებს კიდევ ერთ ქულას ჩამოაჭრიან.

"ყველა სერიოზული დარღვევა გავითვალისწინეთ და მიღებული გადაწყვეტილებით, "მონაკო” ერთ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს. გარდა ამისა, ის ახალ სეზონს -2 ქულით დაიწყებს და კიდევ 1-ქულიანი პირობითი სასჯელი ექნება”, – წერია ლიგა 1-ის ოფიციალურ განცხადებაში.

წყარო: Lequipe

ნანახია: 315 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: