7:42 PM “მონაკომ” არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარე ინათხოვრა | |
![]() "სამპდორიას” კიპერი სერხიო რომერო საკუთარ ძალებს საფრანგეთის ჩემპიონატის ახალწვეულის რიგებში მოსინჯავს. 26-წლის გოლკიპერმა ამბიციური "მონაკოს” ბანაკში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს. მონაკოელებს "სამპდორიასგან” რომეროს კონტრაქტის გამოსყიდვა გაზაფხულზე შეეძლება. ამ შესაძლო გარიგების ზუსტი ფასი არ სახელდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 6,5 მილიონ ევროზეა საუბარი. იტალიურმა კლუბმა, თავის მხრივ, რომეროს შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო და ყურადღება "სიენას” კარის დაჯარზე, ჯანლუკა პეგოლოზე გაამახვილა. წყარო: Sampdoria.it | |
|
სულ კომენტარები: 0 | |