6:09 PM
"მონაკო" ტევესისა და ნასრისთვის 41 მილიონს ამზადებს



ერთ დროს დიდებული ფრანგული კლუბი მომავალ ზაფხულს რამოდენიმე ვარსკვლავის გადაბირებას გეგმავს.

Goal.com იტყობინება, რომ "მონაკო", საფრანგეთის ლიგა 2-ის ლიდერი, მომდევნო სეზონისათვის ამბიციურ გეგმებს აწყობს, რადგან კლუბი ფრანგული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებას აპირებს. რუსი ბიზნესმენის დმიტრი რაიბოლოვლევის ფულით მონაკოელები "მანჩესტერ სიტის" ერთდროულად ორი ვარსკვლავის გადაბირებას გეგმავენ - თავდამსხმელის კარლოს ტევესისა და ნახევარმცველის სამირ ნასრის.

არგენტინელიც და ფრანგიც ბოლო დროს "ეტიჰად სტედიუმზე" ვერ ბრწყინავენ და რობერტო მანჩინის გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ ფეხბურთელებად არ ითვლებიან. გარდა ამისა, ტევესს მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2014-წელს ეწურება, სწორედ ამიტომ, ფრანგები თვლიან, რომ "სიტის" ხელმძღვანელობა ამ ორი ფეხბურთელის გასხვისებას 41 მილიონ ევროდ დათანხმდება.

გასულ წელს "მონაკო", შეგახსენებთ, თავად რობერტო მანჩინის ხელში ჩაგდებას ცდილობდა და მზად იყო მისთვის წელიწადში 8 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა იტალიელი სპეციალისტი საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდის გაწვრთნაზე უარი განაცხადა.
 
ნანახია: 265 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: