9:47 PM “მონაკო” ტერის ბრწყინვალე კონტრაქტს უმზადებს | |
![]() ფრანგული კლუბი "ჩელსის” მცველითაა დაინტერესებული. 32-წლის მცველს ჯონ ტერის "ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა "სტემფორდ ბრიჯზე” გამოცდილი მცველის პერსპექტივები გაურკვეველია: რაფაელ ბენიტესის ბოსობის დროს ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ჰქონდა (მხოლოდ 14 შეხვედრა პრემიერ ლიგაში), ჟოზე მოურინიოს კი ტერის მომავალზე ჯერ კიდევ არ უსაუბრია. ბრიტანული ტაბლოიდების ინფორმაციით, ჯონის შეძენის აქტიურად ინტერესდება ფრანგული "მონაკო”, რომელიც ევროპაში მასშტაბურ სატრანსფერო კამპანიას აწარმოებს. მონაკოელები, რომლებსაც რუსი მილიარდერი დმიტრი რიბოლოვლევი უწევს სპონსორობას, მზად არიან ცენტრბეკს წელიწადში რვა მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადონ. იმის შესახებ, თუ რა თანხის გადასახდელადაა მზად "მონაკო” 32-წლის ტერის სანაცვლოდ, ჯერჯერობით ცნობილი არაფერია, თუმცა ფეხბურთელის ასაკის და მისი კონტრაქტის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ალბათ ბევრს შეეპარება ეჭვი იმაში, რომ ფრანგული ფეხბურთის ახლადგამომცხვარი გრანდი ზღაპრულ თანხას გადაიხდის. წყარო: Mirror | |
|
სულ კომენტარები: 0 | |