9:14 PM “მონაკო”: სარეკორდო ფულის ტომარა რონალდოსთვის | |
![]() ამბიციური და მდიდარი კლუბი, პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველის შეძენისთვის, უდიდესი თანხის გადასახდელად მზადაა. როგორც The Independent იუწყება, "მონაკოს” ხელმძღვანელობა კრისტიანო რონალდოს სანაცვლოდ, 100 მილიონი ევროს გადასახდელად ემზადება. მოგეხსენებათ, 28 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან, კიდევ ორი წელია ძალაში, თუმცა შესაძლოა მან ამ ხელშეკრულების ვადის ბოლომდე ამოწურვა ვერ შეძლოს. შეგახსენებთ, "მონაკოს” პრეზიდენტმა, რუსმა მილიარდერმა დმიტრი რიბოლოვლევმა, უკვე 110 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა, რადამელ ფალაკაოსა და კიდევ რამდენიმე მოთამაშის ყიდვით. მიუხედავად ამისა, იგი გაჩერებას არ აპირებს. მოსალოდნელია, რომ "მონაკოში” გადაბარგების შემთხვევაში, რონალდოს ყოველწლიური ანაზღაურება, 20 მილიონი ევრო იქნება. ეს არგუმენტი, შესაძლოა პორტუგალიელისთვის გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. აგრეთვე, ფრანგები თვალყურს ადევნებენ კრისტიანოსა და "რეალის” მოლაპარაკებებს, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, "სამეფო კლუბში” თამაშის დროს, რონალდომ 199 მატჩის ჩატარება მოასწრო და 201 გოლის გატანა შეძლო. წყარო: The Independet | |
|
სულ კომენტარები: 0 | |