8:58 PM “მონაკო” ფალკაოსა და კიდევ რამდენიმე ვარსკვლავს ელის | |
ფრანგული კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერისთვის ემზადება. მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია რაც ევროპული გრანდები რადამელ ფალკაო გარსიას გადაბირებისთვის იბრძვიან. მათ შორის არიან ისეთი გუნდები, როგორებიც ეს ლონდონის "ჩელსი”, მადრიდის "რეალი” და "მანჩესტერ სიტია”. ამისდა მიუხედავად, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ კოლუმბიელი ზაფხულში დიდი ამბიციის მქონე "მონაკოს” შემადგენლობას შეუერთდება. "მართლაც, ზაფხულში ფალკაოსა და კიდევ ოთხ ან ხუთ მის დონეზე მყოფ შემსრულებელს ველით. თავდამსხმელის აგენტთან მოლაპარაკებები დაწყებულია და კლუბს ამ საკითხის მოგვარება, რაც შეიძლება სწრაფად სურს.”-აცხადებს "მონაკოს” მთავარი მწვრთნელის, კლაუდიო რანიერის ასისტენტი ჟან პეტიტი, რადიო RCN-სთან მიცემულ ინტერვიუში. "კლუბს სჭირდება ისეთი ფეხბურთელები, როგორც ეს რადამელ ფალკაოა. მისი შეძენა, შემდგომში მსოფლიო დონის შემსრულებლების მოზიდვაში დაგვეხმარება. მის ყიდვას ვადასტურებთ. ჩვენი პროექტი მასშტაბური და ნამდვილად ძალიან საინტერესოა.” "როგორც ფეხბურთელს, რადამელს ყველა შესაძლო თვისება გააჩნია. მას თავისი ტექნიკის უნარი, უამრავი გოლის გატანაში ეხმარება. ჩვენ მისი თამაში გვინახავს მაშინ, როდესაც ფალკაო "ატლეტიკოს” მაისურით უეფას ევროპის ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას და მისმა თამაშმა კლუბის პრეზიდენტ დმიტრი რიბოლოვლევზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.”-დაასკვნა რანიერის თანაშემწემ. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |