10:13 PM “მონაკო” ივანოვიჩს უმიზნებს | |
![]() დიდი ამბიციის მქონე "მონაკო”, შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. როგორც Daily Mail იტყობინება, "მონაკო”, რომელიც მომდევნო სეზონიდან საფრანგეთის პირველ ლიგაში იასპარეზებს, ლონდონის "ჩელსის” მცველის გადაბირებით ინტერესდება. ისინი სერბი მოთამაშის სანაცვლოდ, 25 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადასახდელად მზად არიან. მიუხედავად ამისა, ჟოზე მოურინიოს, რომელიც მომავალ სეზონში "არისტოკრატულ” კლუბს გაუძღვება, ბრანისლავ ივანოვიჩის გაშვება არ სურს. უფრო მეტიც, პორტუგალიელს მისი შეძენა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა, როდესაც იგი მადრიდის "რეალში” მუშაობით კმაყოფილი იყო. ამას გარდა, წყაროს თანახმად, მოურინიოს ლონდონში რაფაელ ვარანის გაყოლება უნდა, ისევე როგორც "ბარსელონა” დავიდ ლუისის თამაშითაა დაინტერესებული. ამავე ცნობის მიხედვით, "მონაკოს” ხელმძღვანელებს "ნიუკასლის” შემტევი ნახევარმცველის, ჰატემ ბენ არფას გადაბირება სურთ. ზაფხულში კი მათ "პორტოს” ორი მოთამაშის, ჟოაო მოუტინიოსა და ჯეიმს როდრიგესის გაფორმება განაღდებული აქვთ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |