11:01 PM
“მონაკო” ინტერესს კაბაიეს მიმართაც იჩენს



პრესა ფრანგული კლუბის მხრიდან რიგი ფეხბურთელების მიმართ ინტერესზე წერას განაგრძობს.

კიდევ ერთი შემსრულებელი, რომელმაც შესაძლოა მონაკოელების რიგები შეავსოს, თუ The Evening Chronicle-ს დავუჯერებთ, ინგლისური "ნიუკასლის” ფრანგი ნახევარმცველი იოან კაბაიეა.

არსებული ინფორმაციით, "მონაკო” მზადაა იმ ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც "კაჭკაჭებთან” მოქმედი კონტრაქტი 2016-წლის ზაფხულამდე აკავშირებს, 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. თავის მხრივ, ალან პარდიუ თავისი გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერთან განშორებას არ აპირებს, დიდი ფულის სანაცვლოდაც კი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ადრე კაბაიეს სახელს "პარი სენ ჟერმენსაც” უკავშირებდნენ.

წყარო: The Evening Chronicle

ნანახია: 324 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: