9:33 PM “მონაკო” დე შილიოთი ინტერესდება | |
![]() "მილანის” მცველი, ამბიციური ფრანგული კლუბის ინტერესების სფეროში მოექცა. რადამელ ფალკაო გარსიას, ჟოაო მოუტინიოს, ჯეიმს როდრიგესისა და რიკარდო კარვალიოს შეძენის შემდეგ, "მონაკო” სატრანსფერო ფანჯარაზე არ ჩერდება. როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ახლა მონაკოელები "როსონერის” მოთამაშით ინტერესდებიან. არსებული ინფორმაციით, ფრანგები მზად არიან, ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ, "მილანს” 18 მილიონი ევრო გადაუხადონ. შეგახსენებთ, პრესაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "მონაკო” კევინ-პრინს ბოატენგისა და სტეფან ელ შაარავის გადაბირებითაც ინტერესება. წყარო: Football Italy | |
|
სულ კომენტარები: 0 | |