12:59 PM “მონაკო” “ბარსელონას” დუეტის შეძენას ეცდება | |
![]() მონაკოელების ინტერესების სფეროში ვიქტორ ვალდესი და დანი ალვეში მოექცნენ. ამბიციური პროექტის მხრიდან გოლკიპერ ვიქტორ ვალდესის მიმართ გამოხატულ ინტერესთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია, რაც ვიცით, ხოლო, რაც შეეხება დანი ალვეშს, კლუბის ფუნქციონერებმა მის ტრანსფერზე ფიქრი მხოლოდ რამოდენიმე დღის წინ დაიწყეს. ვარაუდობენ, რომ ვალდესის შეძენა შედარებით ადვილი იქნება, რადგან მეკარემ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. რაც შეეხება ბრაზილიელს, მაშინ ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს. "მონაკომ” ამ ტრანსფერების განსახორციელებლად პირველი სერიოზული ნაბიჯი უკვე გადადგა, "ბარსელონას” შტაბს ამ ფეხბურთელების შეძენასთან დაკავშირებით ორი ოფიციალური წინადადებით მიმართა. მოგეხსენებათ, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დმიტრი რიბოლოვლევი მზადაა საზაფხულო ტრანსფერებში 200 მილიონი ევრო დახარჯოს. შეგახსენებთ, რომ პრესის ინფორმაციით, "მონაკო” რადამელ ფალკაოსა და კარლოს ტევესს უკვე შეუთანხმდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |