7:58 PM “მონაკო”: 60 მილიონი “მილანის” დუეტისთვის | |
![]() მდიდარი ფრანგული კლუბი მზად არის სტეფან ელ შაარავისა და კევინ-პრინს ბოატენგის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადოს. Mediaset Premium იტყობინება, რომ ფორვარდისა და ნახევარმცველის ხელში ჩასაგდებად "მონაკო” "როსონერის” 60 მილიონ ევროიან შეთავაზებას უმზადებს. უფრო მეტიც, ადრიანო გალიანი, ვითომდა, უკვე გაესაუბრა ფრანგული გუნდის ხელმძღვანელებს და გაკვირვებული დარჩა, რომ ამ გარიგებაში არამხოლოდ ბოატენგი, არამედ ელ შაარავიც მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს "პსჟ”-მ "მილანიდან” ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა. პრესაში ვრცელდება ჭორები, რომ ელ შაარავის შეძენის სხვა პრეტენდენტები "არსენალი” და "მანჩესტერ სიტი” არიან, "პატარა ფარაონის” ფასი კი 40 მილიონ ევროს შეადგენს. წყარო: Mediaset Premium | |
|
სულ კომენტარები: 0 | |